26 აპრილი 2024,   20:14
ვრცლად
"ყველა რეისი შეთანხმებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან" - "აირზენას" გენერალური დირექტორი ეკონომიკის მინისტრს პასუხობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრალდებას, რომ "აირზენა" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეუთანხმებელ რეისებს გეგმავს, "საქართველოს ავიახაზების" გენერალური დირექტორი გამოეხმაურა.

რომან ბოკერიას განცხადებით, კომპანიის ყველა რეისი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთანა შეთანხმებული.

"ყველა რეისი შეთანხმებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და გვაქვს მათგან ყველა დანიშნულ ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ნებართვა. გაუგებრობას აქვს ადგილი და არ მსურს ამაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება და თემის გაღრმავება.

ქალბატონი ნათია ყოველთვის მხარში უდგას საქართველოს ავიაციას და მასზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში, თავს შევიკავებ კომენტარისაგან, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მცირეოდენ გაუგებრობას და დისკომუნიკაციას აქვს ადგილი," - აცხადებს "საქართველოს ავიახაზების" გენერალური დირექტორი რომან ბოკერია.

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ავიაკომპანია "აირზენა" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეუთანხმებელ რეისებს დაგეგმვაში დაადანაშაულა.

დღის ამბები