26 აპრილი 2024,   14:48
ვრცლად
დიმიტრი შაშკინი პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ფიტნესდარბაზების პერსონალს შეხვდა

დიმიტრი შაშკინი პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ფიტნესდარბაზების პერსონალს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

როგორც დიმიტრი შაშკინი აცხადებს, თბილისის მასშტაბით დაახლოებით 900-მდე სპორტდარბაზის მწვრთნელს ამ ეტაპზე ხელისუფლებასთან რამდენიმე მთავარი მოთხოვნა აქვს, მიიღონ პასუხები კითხვებზე, რატომ არის მაღალი რისკის მატარებელი საქართველოში სპორტდარბაზები, რა უნდა გაკეთდეს, რომ ნორმის მიხედვით შეძლონ მუშაობა და როდის შეეძლებათ დარბაზების გახსნა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა უცვლელი დარჩება, სახელმწიფომ მათ ადეკვატური კომპენსაცია და გეგმა უნდა შესთავაზოს.

დღის ამბები