26 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურის მოსახლეობა მდინარე სუფსაზე კარიერულ წარმოებას აპროტესტებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურის მოსახლეობა მდინარე სუფსაზე კარიერულ წარმოებას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, მდინარიდან ინერტული მასალების მოპოვება სოფელს დიდ პრობლემებს უქმნის. ჭებში წყალი შრება, გზები ფუჭდება, საყანე ფართობები კი მდინარეს მიაქვს.

სუფსაზე ინერტული მასალების მოპოვებას ამჟამად კომპანია "სამი ძმა" ახორციელებს. მათი წარმომადგენლის განცხადებით, სამუშაოები კანონიერად მიმდინარეობს და შესაბამისი ლიცენზიაც აქვთ.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "ეკოს" წარმომადგენელი ირმა გორდელაძე კი ამბობს, რომ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ თავის დროზე აღნიშნული ლიცენზიები არასწორად და ადგილზე ვითარების შესწავლის გარეშე გასცა, შესაბამისად, მსგავსი ლიცენზიები გადასახედია.

"თუნდაც კანონიერი იყოს ამ კომპანიის მუშაობა, ჩვენ მაინც ვერ მივცემთ უფლებას სუფსაზე "კარიერების" მუშაობა გაგრძელდეს, რადგან ამ ყველაფერმა სოფელი ძალიან დააზარალა და მეტის მოთმენა შეუძლებელია," - აცხადებენ ადგილობრივები.

დღის ამბები