26 აპრილი 2024,   17:23
ვრცლად
„რუსთავი 2“ დღეს კონცერტს ფოთში გამართავს

რუსთავი 2 დღეს ფოთის მოსახლეობას კონცერტზე ეპატიჟება. არაერთი ხელოვნურად შექმნილი ბარიერის მიუხედავად, კონცერტებმა ”რუსთავი 2 შენთვის” გორიდან ამჯერად შავიზღვისპირეთში გადაინაცვლა.

საღამოს მოწყობა ცენტრალურ პარკშია დაგეგმილი. ხვალ კი გრანდიოზული კონცერტი უკვე ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგება.

კონცერტების მოსამზადებლად უკვე ადგილზე იმყოფება ტელეკომპანიის ადმინისტრაცია, მიმდინარეობს სამზადისი და ზუსტდება კონცერტის ბოლო დეტალები.

 
დღის ამბები