26 აპრილი 2024,   14:06
ვრცლად
"რუსთავი 2 შენთვის" - ზუგდიდში გასართობი ღონისძიებები დაიწყო

რუსთავი 2 შენთვის - ამ ლოზუნგით გორის, ფოთისა და ბათუმის შემდეგ კონცერტს რუსთავი 2 ზუგდიდში მართავს. კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრალურ პარკში გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს. 

უკვე დასრულებულია სცენის მონტაჟი სადაც რუსთავი 2-ის ცნობადი სახეები 20:00 საათიდან გამოვლენ და საზგოადეობისათვის კარგად ცნობილ სიმღერებს შეასრულებენ. 

გასული კონცერტების მსგავსად ზუგდიდში შეკრებილ საზოგადოებას შეეძლებათ მოისმინონ და ნახონ კომედი შოუს ყველაზე პოპულარული სკეტჩები და სიმღერები. 

ზუგდიდელების წინაშე იმღერებენ პროექტების- ნიჭიერის, საქართველოს ვარსკვლავისა და X ფაქტორის მონაწილეები.

კონცერტზე ასევე იმღერებენ კახაბერი და ხანუმები, ღონისძიებას კი დახურავს ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები