26 აპრილი 2024,   21:14
ვრცლად
კახური დახვედრა - თელავში რუსთავი2-ის კონცერტი მიმდინარეობს

"აქ ყველაფერი ჩამკვდარია. მადლობა, რომ ჩამოხვედით," - ამ შინაარსის განცხადებებს კურიერის გადამღებ ჯგუფთან ის მოქალაქეები აკეთებენ, რომლების ამ წუთებში თელავის ცენტრალურ მოედანზე პროექტ რუსთავი 2 შენთვის ფარგლებში მიმდინარე კონცერტს ესწრებიან. 

თელავში რუსთავი2-ის კონცერტზე დასასწრებად ათასობით ადამიანია შეკრებილი. სცენაზე ერთამენთს ტელეკომპანიის ცნობადი სახეები და სხვადასხვა პროექტის მონაწილეები ცვლიან. 

ამ წუთებში კი თელავში ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა ასრულებს სხვადასხვა ცნობილ სიმღერებს. 

კონცერტის დაწყებამდე ბავშვებისთვის თელავის ცენტრში გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა. 

რუსთავი2 თელავში რეგიონალური ტურნეს მასშტაბით ბოლო კონცერტს მართავს. პროექტის ბოლო კონცერტი კი თბილისში გაიმართება. 

 

ავტორი: სალომე ბენაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები