10 მაისი 2024,   11:24
ვრცლად
მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით, მე პირადად, კმაყოფილი ვარ - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის მინისტრების მუშაობით კმაყოფილია და, ამ მიმართულებით, ცვლილებები არ იგეგმება.

მისივე განცხადებით, დაგეგმილი არც ჯანდაცვის მინისტრის გადაყენება იყო, თუმცა, პროცესში, აღმოჩნდა ხარვეზები, რომელთა გამოც შედგა საუბარი მათ შორის და რის შემდეგაც აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

"ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმაში, მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ არის პროცესი, ამ პროცესში დავინახე ხარვეზები და ამის გამო, საუბარი მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან.

მინდა გითხრათ, რომ მე პირადად, ყველა მინისტრის მუშაობით ვარ კმაყოფილი, როგორც გასული წლების განმავლობაში მათი გაწეული საქმიანობით, ისე ახლა როგორც წარიმართება მუშაობა სამინისტროებში. აქედან გამომდინარე, ძალიან მყარად და მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით, მე პირადად, ვარ კმაყოფილი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

დღის ამბები