10 მაისი 2024,   09:31
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება ამ სექტორში მეტი პროგრესის მიღწევას მოემსახურება - არჩილ თალაკვაძე

"დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება ამ სექტორში მეტი პროგრესის მიღწევას მოემსახურება," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატურის შესახებ გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგად მიიღება.

"პოლიტიკური კონსულტაციებით მოხდება ახალი კანდიდატურის შერჩევა. ეს გადაწყვეტილებაც არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო და ყველაზე კომპეტენტური იქნება ამ პოზიციისთვის შერჩეული. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მას ექნება გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერა. რაც შეეხება ზურაბ აზარაშვილს, მეც მინდა, მას მადლობა გადავუხადო ყველა კარგი საქმისთვის, რომლის გაკეთებაც ამ წლების განმავლობაში შეძლო და ვუსურვო წარმატებები,"-აღნიშნა თალაკვაძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

დღის ამბები