10 მაისი 2024,   12:50
ვრცლად
"პატრიარქი ემსახურება ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანებს - ეს რაღაც საარჩევნო განცხადებაა" - ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია ზურაბიშვილის განცხადებაზე

პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, სალომე ზურაბიშვილს სასულიერო პირები აკრიტიკებენ.

მეუფე გრიგოლ კაცია, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას წინასაარჩევნო ქმედებას უწოდებს:

"ეკლესია არის ერთადერთი პროქართული და პროეროვნული. პატრიარქი ემსახურება ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანებს. უფრო პოლიტიკური რაღაცაა, ხომ მოდის არჩევნები და ეს რაღაც საარჩევნო განცხადებაა," - აცხადებს ეპისკოპოსი, წალკის ეპარქიის მმართველი მეუფე გრიგოლი (კაცია).

მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია კი, სალომე ზურაბიშვილს არაადეკვატურს უწოდებს:

"ჩემთვის ძალიან არაადეკვატური ქალია. მას საერთოდ ქართული აზროვნება თუ აქვს... საერთოდ, ქართულად თუ ფიქრობს... მე ძალიან გამიკვირდა საერთოდ მაგის პრეზიდენტობაც, კი იცით ჩემი გამონათქვამი მისი პრეზიდენტობის დროს... დადებითი არაფერი არ შემიძლია რომ ვთქვა"- აღნიშნავს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი (ბულუხია).

"როგორია საქართველოს ეკლესიის როლი მიმდინარე პროცესებში და ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ ეკლესია ქვეყანაში "რუსეთის რბილ ძალას" წარმოადგენს?"- ეს კითხვა საქართველოს პრეზიდენტს დიდ ბრიტანეთში, ჩეთემ ჰაუსში გამოსვლისას დაუსვეს. პასუხის დროს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის სისუსტეს ახსენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეკლესია მოახერხებს არა პრორუსის, არამედ პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას.

დღის ამბები