10 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ჯანდაცვის მინისტრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემაც დატოვა.

რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად 2022 წლის 10 მაისს დაინიშნა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

დღის ამბები