10 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
რაც შეეხება ფასებს და ინფლაციის საკითხებს, მაშინ, როცა მთელ ევროპაში ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაციაა, ჩვენ შარშან მოვახერხეთ და დავწიეთ ფასები - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ფასებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მაშინ, როცა მთელ ევროპაში ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაციაა, ხელისუფლებამ გასულ წელს ფასების დაწევა შეძლო.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის შფასებით, ლევან ხაბეიშვილმა სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, როდესაც როზნერის გეგმა და დავალება, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მიერ წინასწარ გაიშიფრა. 

"რაც შეეხება ფასებს და ინფლაციის საკითხებს, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ძალისხმევით, შარშან შევძელით ინფლაციის მკვეთრი კლება. მაშინ, როცა მთელ ევროპაში ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაციაა და დიდი გამოწვევა იყო ფასები და ინფლაციური საკითხები, ჩვენ მოვახერხეთ და დავწიეთ ფასები. ჯერ მარტო მედიკამენტებზე დაიწია ფასებმა 40-60 პროცენტით - შედეგად 400 მილიონი ლარის ეკონომია ნახა ხალხმა. ფასები დავწიეთ სურსათზე, პროდუქტებზე. შარშან მთელი კამპანია გვქონდა და შედეგად მივიღეთ ის, რომ წლის ბოლოს ინფლაცია ჩამოსული იყო მიზნობრივ მაჩვენებელზე, 2%-ზე ქვემოთ. გავიგეთ, რომ სადღაც შეიძლება უფრო იაფია. ამაზე მთავრობამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და დარწმუნებული ვარ, გააგრძელებენ კიდევაც მუშაობას," - განაცხადა ირაკლი  ღარიბაშვილმა.

დღის ამბები