10 მაისი 2024,   09:07
ვრცლად
"ლევან ხაბეიშვილმა სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, როდესაც როზნერის გეგმა და დავალება, "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის მიერ წინასწარ გაიშიფრა" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილმა სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, როდესაც როზნერის გეგმა და დავალება, "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის მიერ წინასწარ გაიშიფრა:

"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა გაშიფრა ეს გეგმა, როგორც აღმოჩნდა სამი დღით ადრე დადო პოსტი, სადაც წინასწარ დააანონსა როზნერის მითითებით, ლგბტ პროპაგანდის გადასაფარად რას გააკეთებდა ნაცების ერთ-ერთი ლიდერი და ეს როლი შეასრულა საკმაოდ ნიჭიერად ლევან ხაბეიშვილმა. ეს იყო მართლაც სკანდალური ამბავი და ჟურნალისტური ექსპერიმენტი იქიდან გამომდინარე, რომ რაც დაწერა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა, შემდეგ სიტყვა-სიტყვით და დეტალების სიზუსტით დაემთხვა.

დაწერა, რომ წავიდოდა ოჯახებში და ასე ფასებზე ისაუბრებდა სპეკულაციურად, ასეც მოხდა, შემდეგ საზღვრისპირა ადგილიდან გააკეთებდა ბრიფინგს და ასეც მოხდა. ანუ, წინასწარ როზნერის დავალება იქნა გაშიფრული.

ამით დამტკიცდა, რომ თურმე მართლაც სპეკულაციური, როზნერის დავალებისებური და ლგბტ პროპაგანდის მხარეს მდგომის გადასაფარად სჭირდებოდათ ეს ყველაფერი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები