10 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
"განხილვების და კენჭისყრის პროცესი რეალურად დაგვანახებს ვინ რა პოზიციის მატარებელია" - გივი მიქანაძე

"განხილვების და კენჭისყრის პროცესი რეალურად დაგვანახებს ვინ რა პოზიციის მატარებელია" - აცხადებენ მმართველ გუნდში. მათი განმარტებით, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები, დაკავშირებულია ოჯახის სიწმინდესთან.

"ეს არის საკითხი, რომელიც პირდაპირ ჩვენს ტრადიციებთან, კულტურასთან, ოჯახის სიწმინდესთან და ეროვნულ ღირებულებებთან არის დაკავშირებული. როდესაც განხილვები დაიწყება და როდესაც კენჭისყრაზე დადგება საკითხი, უკვე საზოგადოება თვალნათლივ დაინახავს, ვინ რა პოზიციის მხარეს დგას. ამ ადამიანებისთვის მსგავსი პროპაგანდა არის დაკვეთა მათი დამფინანსებლისა და პატრონებისგან," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ოპოზიცია ამ საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას გაურბის.

"ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვაწყოთ საჯარო განხილვები, სადაც საზოგადოების აზრს ღიად გავეცნობით. ისინი გაექცნენ პასუხებს კითხვებზე და იმის უნარიც კი არ ჰქონდათ, თუნდაც რაიმე დიალოგი ჰქონოდათ თუნდაც საკუთარ, ისედაც მცირერიცხოვან ამომრჩეველთან. შესაბამისად, მათთვის უკვე უცნაური აღარ უნდა იყოს, რომ საკუთარი მცირერიცხოვანი ამომრჩეველიც კი უარს ეტყვით მათ პოლიტიკაში ყოფნაზე," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

დღის ამბები