10 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებში საქართველოს საკითხს ჰქონდეს სათანადო წარმატება - მაკა ბოჭორიშვილი

ბრიუსელში, ევროპარლამენტის არჩევნებამდე ბოლო საპარლამენტო შეხვედრა იმართება - დღის ბოლოს მიიღებენ ერთობლივ დოკუმენტს, რომელიც შეეხება გაფართოებას და რომელშიც საუბარი საქართველოზეც იქნება.

ევროპის პოლიტიკურ ცენტრში მეორე დღეა გაერთიანების წევრი და კანდიდატი ქვეყნების კანონმდებლები არიან შეკრებილები. გაფართოების საკითხების გარდა, საუბრის თემა, უსაფრთხოების გამოწვევები და უკრაინის ომია.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით განხილვები ძალიან საინტერესო იყო და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ასეთ ფორმატებში კოლეგებთან თანამშრომლობა და მხარდაჭერის მოპოვება.

"განხილვები საინტერესო იყო, პოზიციები ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, როგორ ხედავენ ამ პროცესს ევროკავშირის უსაფრთხოების კონტექსტში და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებში საქართველოს საკითხს ჰქონდეს სათანადო წარმატება. ვინაიდან, ნებისმიერი გადაწყვეტილება რაც უნდა იყოს მიღებული გაფართოებასთან დაპირებით, საბოლოო ჯამში, მიიღება წევრი ქვეყნების მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ფორმატებში ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობა და მხარდაჭერის მოპოვება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები