30 აპრილი 2024,   23:34
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას მორიგი პოსტით ეხმიანება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას მორიგი პოსტით ეხმიანება:

"რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მეორე დღე თბილისში. ხელისუფლების დაჟინება, რომ მიიღოს ეს კანონი საზოგადოების სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად არის პირდაპირი პროვოკაცია – დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია," – წერს პრეზიდენტი X-ზე.

 

დღის ამბები