30 აპრილი 2024,   23:34
ვრცლად
"ძირითადად, დაზიანებები აღენიშნებათ სახის არეში" - პარლამენტთან გამართულ აქციაზე შს სამინისტროს 2 თანამშრომელი დაშავდა

პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი "კავკასიის მედიცინის ცენტრშია" მოთავსებული. ექიმის განმარტებით, პაციენტებს დაზიანებები თავისა და სახის არეში აღენიშნებათ და მათ ადეკვატური მკურნალობა უტარდებათ.

"აქციიდან შემოყვანილია რამდენიმე დაშავებული პაციენტი. ამჟამად იმყოფებიან კვლევის პროცესში. ამ ეტაპზე, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები ნანახი არ იქნა. ძირითადად, დაზიანებები აღენიშნებათ სახის არეში," - აცხადებს ექიმი, ნათია ახობაძე.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები. შსს-ს ცნობით, "მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი, რომელიც გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში". ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი.

დღის ამბები