01 მაისი 2024,   01:35
ვრცლად
გუშინდელი ხალხმრავალი მიტინგი უნდა იყოს მათთვის გამაფრთხილებელი სიგნალი - ნუ ეთამაშებიან ხალხის მოთმინებას - რომან გოცირიძე

"არჩევნებით და კონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლა არის პროგრესის საწინდარი, მაგრამ აქეთკენ მიჰყავს ხელისუფლებას და გუშინდელი ხალხმრავალი მიტინგი უნდა იყოს მათთვის გამაფრთხილებელი სიგნალი," - ეს განცხადება "ევრო ოპტიმისტების" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.

"არავინ შეარჩენს "ქართულ ოცნებას" ქვეყნის ევროპული გზიდან ჩამოშორებას. არავის არ უნდა ქვეყანაში რევოლუციითა და არეულობით ხელისუფლების შეცვლა. არჩევნებით და კონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლა არის პროგრესის საწინდარი, მაგრამ აქეთკენ მიჰყავს ხელისუფლებას და გუშინდელი ხალხმრავალი მიტინგი უნდა იყოს მათთვის გამაფრთხილებელი სიგნალი - ნუ ეთამაშებიან ხალხის მოთმინებას,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები