01 მაისი 2024,   02:17
ვრცლად
გია ვოლსკი: საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ვინც დღეს გაჰყვირის, რომ ამისათვის ეროვნული ინტერესების დათმობაა აუცილებელი, სწორედ ის უნდა ვამხილოთ დასავლური კურსის დისკრედიტაციაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის და რადიკალური ოპოზიციის მიერ "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება, ხოლო ადამიანები, ვინც ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ეროვნული ინტერესების დათმობას ითხოვენ, სწორედ ისინი ახდენენ დასავლური კურსის დისკრედიტაციას.

"საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ვინც დღეს გაჰყვირის, რომ ამისათვის ეროვნული ინტერესების დათმობაა აუცილებელი, სწორედ ის უნდა ვამხილოთ დასავლური კურსის დისკრედიტაციაში." - წერს გია ვოლსკი.

დღის ამბები