სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოავარიას მსხვერპლი მოყვა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი დაშავებული კი, კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.