ახალგაზრდული ფესტივალი "სტუდ-ფესტი 2024" გრძელდება.
ფესტივალის ფარგლებში უნივერსიტეტების გუნდებმა შვიდკაცა რაგბის ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი: პირველი ადგილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიკავა, მეორე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მესამე კი სპორტის უნივერსიტეტმა.