02 მაისი 2024,   15:11
ვრცლად
პარლამენტში შს მინისტრს უსმენენ - ოპოზიციამ ვახტანგ გომელაურს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა

შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უკვე სამი საათია პარლამენტში უსმენენ. გომელაური პარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნით, ინტერპელაციის წესით იმყოფება. ინტერპელაცია ოჯახში ძალადობის და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს ეხება, თუმცა მინისტრმა ანგარიშის წარდგენამდე, 16-17 აპრილის აქციებზეც ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, სამართალდამცველებმა კი 40 პირი დააკავეს. მისივე თქმით, აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიული იყო სამართალდამცველების მიმართ, პოლიციას ესროდა სხვადასხვა საგანს, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდა მათ მოთხოვნებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ამ სიტყვების შემდეგ, ოპოზიციის ცალკეულმა წევრებმა ვახტანგ გომელაურს გამოსვლა შეაწყვეტინეს, პარლამენტის თავმჯდომარემ ამის გამო დარბაზი სალომე სამადაშვილს დაატოვებინა.

 

დღის ამბები