04 მაისი 2024,   01:31
ვრცლად
სხეულზე მიმაგრებული, ტანსაცმლის ქვეშ დამალული ასი ათასობით ლარის ღირებულების ოქროს სამკაული და სარფის საბაჟოზე შემოტანილი დიდი ოდენობით კონტრაბანდული ძვირფასეულობა - გამოვლენილია კანონდარღვევის 5 ფაქტი

საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის ხუთი ფაქტი გამოვლინდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, გადმოიტანეს 2 618 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი "სარფი"-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს ჯამში 2 618 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული კონტრაბანდული ძვირფასეულობის ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები