04 მაისი 2024,   04:32
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის გვიან ღამით შელაპარაკება მოხდა

საპროტესტო აქცია თბილისის ცენტრში გვიან ღამით დასრულდა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტიდან მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც აქტივისტებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოხდა.

აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონის გარღვევა უნდოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დამორჩილებოდნენ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს. საბოლოოდ, აქცია ისევ პარლამენტის შენობის წინ დასრულდა.

დღის ამბები