04 მაისი 2024,   00:43
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები ახალი, UEFA-ს სტანდარტების დაცვით აღჭურვილი სტადიონის აშენებას მიესალმებიან

UEFA-ს სტანდარტების დაცვით აღჭურვილი სტადიონი - დედაქალაქს ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული არენა ექნება. საუბარია რაგბისა და ფეხბურთისთვის განკუთვნილ სტადიონზე, რომელიც ვაზიანში, ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

შენობა 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ინიციატივა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დააანონსა.

სიახლეს მიესალმებიან საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები და აღნიშნავენ, რომ ახალ მოედანზე მაღალი დონის გუნდების მასპინძლობას შეძლებენ.

დღის ამბები