03 მაისი 2024,   22:51
ვრცლად
სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ასე ექცევა საკუთარ მოქალაქეებს და აძალებს რუსული კანონის დასაცავ აქციაში მიიღონ მონაწილეობა - ხატია დეკანოიძე

პოლიტიკური განხილვა "ქართული ოცნების" მიერ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით გრძელდება. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ მმართველი გუნდი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აპირებს.

"სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ასე ექცევა საკუთარ მოქალაქეებს, ადმინისტრაციულ რესურსს, რომელთაც აძალებს, რომ ჩამოვიდნენ და ანტიევროპული, რუსული კანონის დასაცავ აქციაში მიიღონ მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, რომ ესეც ივანიშვილის მცდელობაა, დახლიჩოს საზოგადოება და დაპირისპირება მოახდინოს," - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

"აბსურდია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას უწყობს აქციებს. ერთადერთი ახსნა, რაც შეიძლება ამას მოვუძებნო არის ის, რომ გული უნდათ გამოიკეთონ, რომ აი, ჩვენც შეგვიძლია ამდენი ხალხის გამოყვანა. ყველას ესმის, რომ ის ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც "ქართულ ოცნებას" ჰყავს დიახ, მათი გამოყვანა შეუძლიათ," - აცხადებს ჰერმან საბო.

დღის ამბები