04 მაისი 2024,   00:24
ვრცლად
როდესაც ჩვენ ვიცავთ სიმართლეს, ეს ადამიანები უპირისპირებენ დეზინფორმაციას, სწორედ ამიტომ მარცხდებიან, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში - რატი იონათამიშვილი გვარამიას საქმეზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე სპეკულაციები სტრასბურგის სასამართლომ დაასრულა, რომელმაც მისი საქმე განსახილველადაც კი არ მიიღო.

იონათამიშვილის თქმით, როდესაც მმართველი გუნდი იცავს სიმართლეს, ეს ადამიანები ამას უპირისპირებენ დეზინფორმაციას და სწორედ ამიტომ მარცხდებიან ისინი, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში.

"სააკაშვილისა და გვარამიას საქმეებთან დაკავშირებით, ზუსტად იმ საკითხებზე რაც აქ არის მოყვანილი, შემდეგ სტრასბურგის სასამართლოზე დადგა სასამართლოს განაჩენი, რომელმაც გაასამართლა, არა მხოლოდ გვარამია და სააკაშვილი, არამედ მთელი ის ფეიკ კამპანია, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ ჰქონდათ რადიკალურ ჯგუფებს მიმართული. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ როდესაც ჩვენ ვიცავთ სიმართლეს, ეს ადამიანები ამას უპირისპირებენ დეზინფორმაციას. სწორედ ამიტომ არის, რომ მარცხდებიან, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში, რომლის ვერდიქტი კვლევით ნაწილსაც შეიცავს და ეს არის კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობილი დასაბუთება", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს ნაწილში მიმოხილულია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა მიმართულებით.

დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც პოლიტ პატიმრებს ან პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებს ეხება, საუბარია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე და ნათქვამია, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულად იყო შეფასებული სახალხო დამცველის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

დღის ამბები