04 მაისი 2024,   02:46
ვრცლად
მნიშვნელოვანია 29 აპრილს დიდიც და პატარაც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს რუსთაველზე - შალვა პაპუაშვილი

29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებას პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია 29 აპრილს რუსთაველზე "ქუდზე კაცი" გავიდეს. 

"გუშინ ნახა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ სახე "ნაციონალური მოძრაობის". ეს არის ზიზღის კამპანია, რომელსაც ისინი ბოლო პერიოდში ეწევიან. გუშინ ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა.

ეს ხალხი ხელისუფლებაში როცა იყვო, გვახსოვს რასაც აკეთებდნენ, საერთოდ ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას, ახლა ოპოზიციიდან, "ფეისბუქის" კლავიატურებიდან პირდაპირ აშინებენ საზოგადოებას, რომ მათ თავისი აზრი არ გამოთქვან.

ამიტომ, მნიშვნელოვანია 29 აპრილს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს რუსთაველზე იმიტომ, რომ ამ ზიზღის კამპანიას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით, ჩვენ ქართული ღირსებით და ღირებულებებით ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

უკვე ცნობილია, რომ 29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ შეკრებაზე, იქნება ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც.

დღის ამბები