04 მაისი 2024,   00:55
ვრცლად
29 აპრილს ქართული საზოგადოება კის ეტყვის გამჭვირვალობას, ქვეყნის სუვერენიტეტს და არას გაუმჭვირვალობასა და სუვერენიტეტის შეზღუდვას - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი 29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებას ეხმაურება. მისი თქმით, ამ დღეს, ქართველი ხალხი კი-ს ეტყვის გამჭვირვალობას, ქვეყნის სუვერენიტეტს და არა-ს გაუმჭვირვალობასა და სუვერენიტეტის შეზღუდვას.   

"29 აპრილს ქართული საზოგადოება კი-ს ეტყვის გამჭვირვალობას, ქვეყნის სუვერენიტეტს და არა-ს გაუმჭვირვალობასა და სუვერენიტეტის შეზღუდვას. კი-ს ეტყვის სარწმუნოებას და არა-ს ეტყვის ურწმუნოებას. ეს არის ყველაზე მთავარი გზავნილი თანამედროვე მსოფლიო საზოგადოებისთვის. ქართული ღირებულება და ევროპული ღირებულება არის მთავარი. გამჭვირვალობა ნიშნავს ქართულ და ევროპულ ღირებულებას, სუვერენიტეტი ნიშნავს ქართულ და ევროპულ ღირებულებას.

სხვათა შორის, 35 წლის წინ, 9 აპრილს საზოგადოება დამოუკიდებლობას "მამაო ჩვენოს" ფონზე ითხოვდა და დღეს შარვალჩახდილი გირჩი კადრულობს და 100 ათას მოწამეს შეურაცხყოფას აყენებს.

ამას ეტყვის ქართული საზოგადოება არა-ს და ეტყვის კი-ს იმ სულისკვეთების გაგრძელებას, რომელიც იყო 9 აპრილს და არა-ს ეტყვის ყველა დანარჩენ პოლიტიკურ ჭინკებს", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

 

 

დღის ამბები