03 მაისი 2024,   21:26
ვრცლად
29 აპრილის შეკრებამ სრული ისტერია გამოიწვია ფსევდოლიბერალებში, "ნაცმოძრაობაში", რადიკალურ ოპოზიციაში - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საპ "ქართული ოცნების" მიერ 29 აპრილს დაანონსებულმა შეკრებამ რადიკალურ ოპოზიციაში სრული ისტერია გამოიწვია.

"29 აპრილის შეკრებამ სრული ისტერია გამოიწვია ფსევდოლიბერალებში, "ნაცმოძრაობაში", რადიკალურ ოპოზიციაში. ხდება პირდაპირი შეურაცხყოფა და გაშავება. ახლა დასდევენ, საჯარო მოხელე იქნება თუ არა. საჯარო მოხელე ერთ პოსტს რომ დადებს, მთელი კამპანია აქვთ ხოლმე ამასთან დაკავშირებით აგებული, რომ საჯარო მოხელემ ხელისუფლებას პროტესტი გამოუცხადა. ვერ წარმოუდგენიათ, რომ საჯარო მოხელეს შეუძლია, პროტესტიც განუცხადოს და მხარიც დაუჭიროს. ესენი ადამიანები არ არიან? გარანტიას ვაძლევ ამ ისტერიის ავტორებს, რომ საჯარო მოხელეებიც იქნებიან იქ და იქნებიან სხვა მოქალაქეებიც, ორჯერ და სამჯერ მეტი, ამიტომ არიან ისტერიაში. დიახ, პარტიული დავალებაა, რომ ორგანიზება მოხდეს, პირადად ჩემი დავალებაა, მათ შორის პარტიული, ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ, ასე დავარქვათ, თუ გნებავთ, რომ გავამძაფრო, თუკი ვინმეს უნდა აქციაზე წამოსვლა, უზრუნველყონ ორგანიზებულად მათი წამოსვლა თბილისში.

ვისაც ამის სურვილი არ აქვს, წამოყვანაზე ერთი ადამიანის დარწმუნებაც არ სცადოს ჩვენმა პარტიულმა აქტივმა. თუ ვინმეს სურს, ხელისუფლების სწორ ეროვნულ პოლიტიკას, გამჭვირვალობას, რეალურ ევროპელობას და ამგვარ დემოკრატიას დაუჭიროს მხარი, დიახ, უზრუნველყონ მათი მონაწილეობა.

ყველა კატეგორიის ადამიანი იქნება იმ დღეს და ეს იქნება სრული ფიასკო იმ ნარატივისა, თითქოს ხალხს რაღაც უნდა. რას ნიშნავს, ხალხს რაღაც უნდა და უპირისპირდებიან აქციითო? ხალხი არ არიან ის ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში არ მუშაობენ და გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკის მიმართ? ბოლოს ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ არის მიმართული ეს ყველაფერი. ბოლოს ხომ ყველამ ვიცით, რომ ახლა რაზეც დავდივართ, საყოველთაო-სახალხო განხილვებზე და კონსტიტუციურ ცვლილებებს რაზეც ვაანონსებთ, იმასთან დაკავშირებული შავი ფულის გამოჩენა არ უნდათ. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

საერთო ჯამში, ოჯახური ღირებულებების კანონს რომ ვიღებთ და იქ ჩუმ-ჩუმად რომ ღლიცინებენ რაღაცებს, არ უნდათ, ეზიზღებათ ეს კანონი. ეძახიან ჰომოფობიურს. ეზიზღებათ გამჭვირვალობა, ეძახიან რუსულს. გამჭვირვალობას რუსულს ეძახიან და არ გამოვა ასე. ის ხალხი, საჯარო მოხელეებიც, პედაგოგებიც, ახალგაზრდებიც, სტუდენტებიც, პენსიონერიც და ნებისმიერი კატეგორიის ადამიანი, ათიათასობით ადამიანი იმ დღეს მხარს დაუჭერს ეროვნულ პოლიტიკას – მამულს, ენას და სარწმუნოებას. ეს იქნება მკაფიო გზავნილი ქართველი ხალხისადმი", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

 

დღის ამბები