03 მაისი 2024,   23:24
ვრცლად
გამჭვირვალობა გვჭირდება იმისთვისაც, რომ ასეთი ტყუილები აღარ მოხვდეს სახდეპის ანგარიშებში - ირაკლი კობახიძე

"ენჯეო" დააფინანსა სახდეპმა, "ენჯეომ" გააგზავნა ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა ისევ სახდეპის ანგარიშში - ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, სწორედ ამიტომაა აუცილებელი გამჭვირვალობა," - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა.

"სახდეპის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც სამართლებრივად ამის საპირისპირო უკვე დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული სახელმწიფოების მიერ მიღებული განაჩენი იყო აბსოლუტურად სამართლიანი.

"ენჯეო" დააფინანსა სახდეპმა, "ენჯეომ" გააგზავნა ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა ისევ სახდეპის ანგარიშში - ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, სწორედ ამიტომაა აუცილებელი გამჭვირვალობა. როდესაც გამჭვირვალე იქნება ყველაფერი, მერე გაუჭირდება "ენჯეოსაც" სახდეპის მოტყუება და სახდეპსაც ანგარიშში "ენჯეოს" მიწოდებული ტყუილის ჩაწერა. გამჭვირვალობა გვჭირდება, მათ შორის, იმისთვის, რომ ასეთი ტყუილები აღარ მოხვდეს სახდეპის ანგარიშებში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები