04 მაისი 2024,   06:52
ვრცლად
სიცრუეს მიჩვეულები ვართ, თუმცა კარგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არასდროს ტოვებს ასეთ ტყუილებს რეაგირების გარეშე - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ პარლამენტის თავმჯდომარეზე გავრცელებული არასწორი ინფორმაცია შეაფასა, რომლის გამოც გამოცემამ მოგვიანებით ბოდიშიც მოიხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სიცრუეს მიჩვეულები არიან, თუმცა კარგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არასდროს ტოვებს ასეთ ტყუილებს რეაგირების გარეშე და "გამჭვირვალობის" კანონიც სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ემსახურება.

"რეალურად, ამ სიცრუეს ვართ მიჩვეულები და ძალიან კარგია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არასდროს არ ტოვებს ხოლმე რეაგირების გარეშე ასეთ ტყუილებს. ამ შემთხვევაში, კარგია, რომ ეს მაინც გაბედა ამ კონკრეტულმა მედია საშუალებამ და აღიარა ის ტყუილი, რომელიც გაავრცელა. ეს არის ძალიან დიდი იშვიათობა. მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ძალიან ცოტა გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, ქართულ მედიაში და კიდე ერთხელ გავიმეორებ, "გამჭვირვალობის" კანონი სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ემსახურება ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, "ნეტგაზეთი" და "ბათუმელები" აღიარებენ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში შეცდომა დაუშვეს.

დღის ამბები