04 მაისი 2024,   01:41
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა - რატომ დადგა დღის წესრიგში ოჯახურ ღირებულებათა დაცვის კანონმდებლობით გამყარება

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტის საყოველთაო განხილვის პროცესში ხალხის აზრის და წინადადებების მოსმენა მნიშვნელოვანია. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო ფორმატში მოსმენის დროს მოსახლეობის ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებენ.

რატომ დადგა დღის წესრიგში ოჯახურ ღირებულებათა დაცვის კანონმდებლობით გამყარება - ამ საკითხზე უკვე მეორე დღეა, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთარ არგუმენტებს აცნობენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატსაც ითვალისწინებს. გამონაკლისი, ამ მხრივ, არც ამბროლაურში გამართული შეხვედრა იყო.

"ევროპელი სოციალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" გარდა, ამ დრომდე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში სხვა ოპოზიციური პარტიები არ მონაწილეობენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას კანონპროექტის წინააღმდეგ არგუმენტები არ აქვს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპონენტებს ურჩევს, კომისიის მუშაობაში სრულფასოვნად ჩაერთონ.

"ქართული ოცნების" ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილია კონსტიტუციური კანონის პროექტი - "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ". "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული დოკუმენტი 8 პუნქტს მოიცავს. ცვლილებების მიხედვით, იკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, ისეთი შეკრება და იმ შინაარსის მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანების ურთიერთობის, ინცესტის, არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის, მინდობით აღზრდის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული.

დღის ამბები