04 მაისი 2024,   13:36
ვრცლად
იყოს ეს ურთიერთობა ღია, იყოს არასამთავრობო სექტორის საქმიანობა გამჭვირვალე, არავინ არ ებრძვის ამ გაგებით- ირაკლი ქადაგიშვილი

უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" "გამჭვირვალობის" კანონის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საკითხზე მუშაობისას ერთ-ერთი პრობლემა იყო სიტყვა აგენტები, რადგან საქართველოში ამ სიტყვით ადამიანების სტიგმატიზება ხდება, ხოლო საზღვარგარეთ მას მსგავსი დატვირთვა არ აქვს, ამიტომ ამ ეტაპზე ეს საკითხი მოგვარებულია.

"თავის დროზე, როცა სიტყვა აგენტი იყო ნახსენები, ინგლისურ ენაში ეს სიტყვა არის ძალიან ჩვეულებრივი კონოტაციით აღქმული, გარკვეული საქმიანობის წარმომადგენელს აღნიშნავს, ანუ ეს პრობლემა იქ არ არსებობს, ჩვენთან "კაგებეს" აგენტიდან მოყოლებული ნეგატიური კონტექსტი ჰქონდა, ამიტომ ეს თემა მოიხსნა ამ მიზეზის გამო. სხვათა შორის, ვენეციასაც ანალოგიურ კანონებთან დაკავშირებით სხვა ქვეყანასთან ჰქონდა სწორედ ასეთი კონოტაცია, რომ სიტყვა აგენტი სხვა ქვეყანაში იწვევს სტიგმას, თორემ გამჭვირვალობა, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური მოთხოვნაა, აქედან გამომდინარე, მოიხსნა ეს ჩანაწერი. თუ ამ ჩანაწერსაც ავიღებთ ესეც დღევანდელი ევროკავშირის დირექტივის პერიფრაზია. რა არის მთავარი აქ სათაური თუ გამჭვირვალობა.

ევროპისგან კი არ უნდა დავიცვათ თავი, თავი უნდა დავიცვათ ჩვენსა და ევროპასთან ურთიერთობის დროს შავი ლაქების არსებობისგან. უნდა გამოვრიცხოთ შავი ლაქების არარსებობა, იყოს ეს ურთიერთობა ღია, იყოს არასამთავრობო სექტორის საქმიანობა გამჭვირვალე, არავინ არ ებრძვის ამ გაგებით", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები