04 მაისი 2024,   09:46
ვრცლად
"დღეს დამაგვიანდა, მაპატიეთ, მაგრამ ხვალიდან აქციებს შევუერთდები" - პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი მივიდა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი მივიდა. პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ მან დააანონსა, რომ აქციაზე მივიდოდა.

“ხვალ შვიდ საათზე ისევ ვიკრიბებით. დღეს დამაგვიანდა, მაპატიეთ, მაგრამ ხვალიდან აქციებს შევუერთდები. ხალხის აქტიური ჩართულობით მოხდება ის, რაც მოსახდენია. ევროკავშირიც გვერდით გვიდგას”, - განაცხადა ლაზარე გრიგორიადისმა ჟურნალისტებთან.

ლაზარემ საპატიმრო დღეს დატოვა. ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

შეგახსენებთ, რომ მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები