04 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
ხალხის აქტიური ჩართვით, მოხდება ის, რაც მოსახდენია, პოლიტიკური მოქმედებებიც ხდება, ევროკავშირიც გვერდით გვიდგას - ლაზარე გრიგორიადისი

გვიანობამდე იყვნენ სტუდენტები შეკრებილი პარლამენტთან. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გასაპროტესტებლად, ამჯერადაც მსვლელობა გაიმართა - დემონსტრანტები ჯერ "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ, სადაც პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული; მოგვიანებით კი ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს. საბოლოოდ, აქცია პარლამენტის შენობის წინ დასრულდა.

გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ აქტივისტებს არაერთხელ მოუწოდებდა პოლიციამ. აქცია უკვე დასრულებული იყო, როდესაც პარლამენტის წინ ოჯახურ ძალადობასა და პოლიციელებზე თავდასხმაში მსჯავრდებული ლაზარე გრიგორიადისი მივიდა.

"ხალხის აქტიური ჩართვით, მოხდება ის, რაც მოსახდენია. ამავდროულად, პოლიტიკური მოქმედებებიც ხდება, ევროკავშირიც გვერდით გვიდგას... ასე რომ, დავაკვირდებით მოვლენებს, თან, ჩემი აზრით, აქტიურად უნდა გავაპროტესტოთ რუსული კანონი,“ - აცხადებს ლაზარე გრიგორიადისი.

დღის ამბები