04 მაისი 2024,   10:22
ვრცლად
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ლატვიისა და ლიეტუვის ელჩები მიიღო

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ლატვიისა და ლიეტუვის ელჩები მიიღო. საუბარი ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას შეეხებოდა.

ირაკლი ჩიქოვანმა დიპლომატებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში შეტანილი წვლილისთვის და სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განიხილეს სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხებიც.

დღის ამბები