ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ისრაელის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის წინ. შეკრებილები ბენიამინ ნეთანიაჰუსგან ყველა მძევლის გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციას წინ უძღოდა "ჰამასის" მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები, სადაც ერთ-ერთი მძევალი, ამერიკის მოქალაქე 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ჩანს - 7 ოქტომბერს მიღებული მძიმე ჭრილობების მიუხედავად, ის გადარჩა, თუმცა მან ხელი დაკარგა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" მეთაურების ნახევარი ლიკვიდირებულია. ბოლო მონაცემებით, ტერიტორიაზე 40-მდე იერიში განხორციელდა.
შრი-ლანკაში ვიზიტის დროს კი ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ, ჩაგვრისა და უზურპაციის გამო, ისრაელმა პასუხი უნდა აგოს.