26 აპრილი 2024,   19:16
ვრცლად
რუსთავი 2 შენთვის კონცერტს დღეს თბილისში გამართავს

რუსთავი 2 შენთვის მე-8, დასკვნითი კონცერტი დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. სიურპრიზებით დატვირთული საღამო 7 საათიდან დაიწყება. სცენა, მთელი ღამის განმავლობაში მონტაჟდებოდა.

კონცერტს რუსთავის 2-ის ცნობილი სახეები დაესწრებიან, მასში მონაწილეობას მიიღებენ სამაუწყებლო კომპანიის პროექტების იქს ფაქტორის, ნიჭიერისა და საქართველოს ვარსკვლავის ფინალისტები და გამარჯვებულები, ასევე კომედი შოუს მსახიობები და მოწვეული მომღერლები.

კონცერტს ტრადიციულად ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა დაასრულებს.

დღის ამბები