03 მაისი 2024,   16:19
ვრცლად
საქართველოში რედ ნოუს დეის კამპანია დაიწყო - 60-ზე მეტ სავაჭრო წერტილში ე.წ. წითელი ცხვირი სიმბოლურ ფასად გაიყიდება

საქართველოში რედ ნოუს დეის კამპანია დაიწყო. დღეიდან აპრილის ბოლომდე 60-ზე მეტ სავაჭრო წერტილში ე.წ. წითელი ცხვირი სიმბოლურ ფასად გაიყიდება. გაყიდვებიდან შემოსული თანხა კი საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება.

რედ ნოუს დეი პირველად 1988 წელს ბრიტანეთში წამოიწყეს. 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა 15 მილიონი ფუნტი შეაგროვა ბავშვების დასახმარებლად.

საქართველო ამ საქველმოქმედო პროექტით მსოფლიოს ოცამდე ქვეყანას შეუერთდა.

დღის ამბები