03 მაისი 2024,   16:34
ვრცლად
სახალხო დამცველი მოსმენების კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს

სახალხო დამცველი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა მედიას 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას განუცხადა.

800-გვერდიან დოკუმენტში საუბარია მმართველი გუნდის ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც ე.წ. მოსმენების კანონს უკავშირდება. 

„ქვეყანაში არსებობს მძიმე მემკვიდრეობა, როდესაც შსს და უსაფრთხოების ორგანოები იყვნენ ჩართულები უკანონო ფარულ მიყურადებაში. აქედან გამომდინარე, მოსახლეობაში კვლავ არსებობს განცდა, რომ ეს ორგანოები არიან ის სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც იყვნენ მოაზრებული ამ უკანონობის უკან. ამდენად, შემოთავაზებული მოდელი სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს. ჩვენ ვამზადებთ საკონსტიტუციო სარჩელს და უახლოეს დღეებში იქება უკვე მზად სარჩელი, რომელიც წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს,“ -  განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

დღის ამბები