03 მაისი 2024,   17:50
ვრცლად
გიორგი ვაშაძის პარტიამ თბილისის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო

სამოქალაქო პლატფორმამ ახალი საქართველო თბილისის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. პარტიის ოფისში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ლიდერები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

საინიციატივო ჯგუფის მიზანია ქალაქში არსებული პრობლემების გადასაჭრელად კონკრეტული გეგმების შემუშავება და შემდეგ უკვე მათი დედაქალაქის თვითმმართველობის ორგანოებისთვის წარდგენა.

„ჩავრთავთ, რაც შეიძლება, მეტ სპეციალისტს, ექსპერტს, მოხალისეს, ადამიანს კონკრეტული იდეების გადაწყვეტაში და თითოეულ მიმართულებაზე გვექნება ფორმულა, როგორ უნდა დასაქმდეს ხალხი, როგორ უნდა გავასუფთაოთ ჰაერი, როგორ უნდა მოვაწესრიგოთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, როგორ უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები,“ - განაცხადა სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები