03 მაისი 2024,   18:24
ვრცლად
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ომბუდსმენის ანგარიშში ასახულ მიმართულებებზე ბოლო პერიოდში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშს ეხმიანება.

მინისტრის განცხადებით, ბოლო პერიოდში სახალხო დამცველის ანგარიშში დაფიქსირებული მიმართულებების გაუმჯობესების კუთხით ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

„სახალხო დამცველის ინსტიტუტი კი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ გამოავლინოს ასეთი ფაქტები. სამწუხაროდ, ფაქტები სხვადასხვა მიმართულებით ხდება აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ და მთელი ჩვენი რეფორმები აგებულია წარსულის გამოცდილებაზე. ჩვენ შევძელით ბოლო რამდენიმე წელიწადში, რომ თვისობრივად შეგვეცვალა მთელი იმ მიმართულებით მდგომარეობა, რა მიმართულებაც დაფიქსირებულია სახალხო დამცველის ანგარიშში და ამას სახალხო დამცველის ინსტიტუტიც ადასტურებს,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას პარლამენტში 11 აპრილიდან დაიწყებენ. 800-გვერდიან დოკუმენტში, კონკრეტული გახმაურებული საქმეების გარდა, სამართალდამცველ უწყებებში, სასამართლო და პენიტენციურ სისტემებში არსებული ვითარება მოხვდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები