03 მაისი 2024,   17:11
ვრცლად
65 მილიონ ლარზე მეტი მითვისებული და გაფლანგული თანხა - რჩეულიშვილების ოჯახიდან სამი პირია დაკავებული

დატოვებენ თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებას მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, მომავალ კვირში გაირკვევა. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პროკურატურამ ცენტრ პოინტის დამფუძნებლებს მენაშენეებისთვის ზარალის სრულად ანაზღაურების სანაცვლოდ, საპროცესო გარიგება შესთავაზა.

დაცვის მხარე კი ამ პირობაზე თანხმა მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ პროკურატურა რჩეულიშვილების და ცენტრ პოინტის ქონებას ყადაღას მოხსნის.

იმ შემთხვევაში, თუ დაცვისა და ბრალდების მხარე შეთანხმებას მიაღწევს, ცენტრ პოინტის დამფუძნებლებს 6 200 უბინაოდ დარჩენილი ადამიანის ზარალის ანაზღაურება მოუწევთ.

ცენტრ პოინტის საქმეზე გამოძიება 2013 წლიდან მიმდინარეობს. განაჩენი მოსამართლემ გუშინ გამოაცხადა. გიორგი ებანოიძემ ცენტრ პოინტის დამფუძნებლები თაღლითობასა და მითვისებაში დამნაშავედ სცნო. რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მენაშენეები ცენტრ პოინტის დამფუძნებლებისთვის მისჯილ 4-წლიან პატიმრობას აპროტესტებენ.

აპრილის ბოლოს სასმართლოს გადაწყვტილებას ცენტრ პოინტის კიდევ 256 მენაშენე ელდოება. ამ შემთხვევაში საქმე ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდს ეხება. ამ საქმეზე უკვე 8 თვეა, პატიმრობაში იმყოფებიან მაია და გუკა რჩეულიშვილები.

რუსუდან კერვალიშვილი, მაია და გუკა რჩეულიშვილები ამ დროისთვის გლდანის დაწესებულებაში იმყოფებიან. ოჯახი სამივე მათგანის დაკავებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები