03 მაისი 2024,   17:22
ვრცლად
ეს არის მცდელობა საბჭოთა მოდელისკენ დაბრუნების - გიორგი ტუღუში თვითმმართველი ქალაქების სტატუსის შესაძლო გაუქმებას აკრიტიკებს

„ეს არის მცდელობა საბჭოთა მოდელისკენ დაბრუნების,“ - ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ტუღუში, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში თვითმმართველი ქალაქების სტატუსის შესაძლო გაუქმებას აკრიტიკებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ თვთმმართველობებში დასაქმებული პირები შესაძლოა, გათავისუფლდნენ. გიორგი ტუღუში ხელისუფლების პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობს.

„ეს არის ძალიან პრობლემური, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება მსგავსი ცვლილებების ინიცირებას ახდენს. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ადგილობრივი პირები, რომლებიც იყვნენ არჩევითი პირები, უნდა გაუქმდეს, მოხდეს გარკვეული ერთეულების გამსხვილება, არის პრობლემური. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების კუთხით. აქ არის შვიდივე ქალაქის მაცხოვრებლების რეალური უფლების ხელყოფა, აირჩიოს ადგილობრივი ხელისუფლება,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

გიორგი ტუღუში IRI-ის კვლევის შედეგებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კვლევის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ევროპულ საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ მიიმხროს ამომრჩეველი. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები