28 აპრილი 2024,   10:54
ვრცლად
პარლამენტის 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ

პარლამენტის 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ. ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინიციატივები ფრაქცია ევროპულმა საქართველომ წარადგინა.

როგორც უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას შეუწყობს ხელს. განხილვა დებატების ფორმატში წარიმართა.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანს, ირაკლი აბესაძეს, აინტერესებს გაზრდილი გადასახადების შემდეგ რიგით პოლიციელებსა და ჯარისკაცებს გაეზარდათ თუ არა ხელფასი.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი მმართველი გუნდის მიერ „სპეკულაციაზე“ საუბრობს.

„როცა ჩვენ ვსაუბრობდით პენსიების ზრდაზე, აქაც იყო ისეთ ნარატივი შექმნილი, რომ პენსიების ზრდა უნდა მოხდეს ჯანდაცვის პროგრამის გაუქმების ხარჯზე, რაც იყო წმინდა წყლის სპეკულაცია,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა. 

დღის ამბები