შვედეთის პრემიერ-მინისტრი სტოკჰოლმში მომხდარ ფაქტს ტერორისტულ აქტად აფასებს. telegraph-ის ინფორმაციით, პრემიერი აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის ქმედება სწორედ, რომ „ტერორისტულ თავდასხმაზე“ მიუთითებს.
ერთ-ერთი დაშავებულის თქმით, შემთხვევის ადგილზე უამრავის სამართალდამცავია მობილიზებული.
CNN-ის ცნობით, შვედი სამართალდამცავები ამ ფაქტს ტერორიზმის საშიშროებად განიხილავენ და მოსახლეობას ქალაქის ცენტრთან სიახლოვეს არიდებენ. სამართალდამცავების განცხადებით, ამ დროისთვის მეტრო ჩაკეტილია.
ამ დროისთვის, ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ მხოლოდ 2 ადამიანია დაღუპული, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 3 გარდაცვლილის შესახებ.
როგორც ცნობილია სატვირთო, რომელიც ხალხში შეიჭრა გატაცებული იყო.
„მე დავინახე ასობით ადამიანი, რომელიც გარბოდა - ისინი თავიანთი სიცოცხლის გადასარჩენად გარბოდნენ. მეც შევტრიალდი და გავიქეცი,“ - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.