სოციალურ ქსელში შვედეთის ტერაქტში ეჭვმიტანილის დაკავების ფოტო გავრცელდა. ფოტოს ავთენტურობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული.
შვედეთის პრემიერის განცხადებით, სტოკჰოლმში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ ერთი ეჭვმიტანილია დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ სტოკჰოლმში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის სატვირთო მანქანა ხალხში შეიჭრა.