03 მაისი 2024,   19:50
ვრცლად
თავდასხმა ხვედელიძეზე - დაკითხვაზე ჟურნალისტი ელისო კილაძე დაიბარეს

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჟურნალისტი ელისო კილაძე დაიკითხება. ამის შესახებ კილაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა.

გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორის თქმით, ის დაკითხვაზე თავდასხმიდან 5 დღის შემდეგ დღეს დაიბარეს.  კილაძის დაკითხვა ვერის პოლიციის განყოფილებაში 20:00 საათზეა დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე ორშაბათს 10:56 წუთზე მოხდა. გელა ხვედელიძეს 2 ნიღბიანი თარხნიშვილის ქუჩაზე მის საცხოვრებელ სახლთან დაესხა და სასტიკად სცემა. ხვედელიძეს 2 ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმის მომენტში ის ტელეფონით ჟურნალისტ ელისო კილაძეს ესაუბრებოდა. 

დღის ამბები