03 მაისი 2024,   22:44
ვრცლად
გიორგი ვოლსკი პარლამენტში დებატების დროს გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პარლამენტში გამართულ დებატებზე სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახალი სამუშაო ადგილები ბიზნესის განვითარებამ უნდა მოიტანოს. გიორგი ვოლსკის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ბიზნესის განვითარებისთვის.

გიორგი ვოლსკი პარლამენტში დებატების დროს გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება და ხელისუფლების მიღწევებზე საუბრობს.

„საუკეთესო ტრადიციაზე და ეროვნული ინტერესების ქვაკუთხედზე დაყრდნობილი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა, არის თუ არა რეალობა, რასაკვირველია, არის. სწორი საგარეო კურსი, რასაკვირველია, სახეზეა. პრინციპული, მაგრამ რაციონალური დამოკიდებულება მთავარი საფრთხის მიმართ, რაც ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან მოდის, არის თუ არა ეს გასაგები ბრიუსელში, ვაშინგტონში, ევროპის დედაქალაქებში, რასაკვირველია, არის,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები