04 მაისი 2024,   05:24
ვრცლად
შვედეთის პოლიცია ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილის დაკავების ფაქტს არ ადასტურებს

შვედეთის პოლიცია არ ადასტურებს, რომ დაკავებული პირი ტერორიზმში ეჭვმიტანილია. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამართალდამცავებმა სავარაუდო ეჭვმიტანილი  დააკავეს.

სატვირთოს მძღოლის განცხადებთ, მისი მანქანა გაიტაცეს. სააგენტო  TT-ის ინფორმაციით, სატვირთოს გატაცება მოხდა მაშინ, როდესაც მძღოლი ბარგს ტვირთავდა სატვირთოდან. 

ტერორისტული აქტი სტოკჰოლმში ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მოხდა. სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შევარდა, რასაც 3 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. დაღუპულების გარდა არიან დაშავებულებიც. ამ დროის მონაცემებით, 8 ადამიანია დაშავებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები